USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ნათია თურნავა - ის, რომ სებ-ის გადაწყვეტილება რომელიმე პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, მისი პოლიტიზების მცდელობაა
თარიღი:  479

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები.

„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის