USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნათია თურნავა - იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს, დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, მიუღებელია
Date:  479

იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, გასაგებია, რომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც 6 თებერვლიდან რესტორნების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და მათი ამუშავების საკითხს გამოეხმაურა.

თურნავას განცხადებით, რესტორნები დაუმორჩილებლობის გამოცხადებით მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გააფუჭებენ.

„გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება,“- განაცხადა თურნავამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way