USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულდება
თარიღი:  768
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N191-თან არსებული შესახვევის ბოლო მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, 90 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო და ბეტონის გზა დაიგო. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ამ მისამართზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. გასულ წელს ამ შესახვევის დასაწყისი მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, ახლა კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“ - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 297 480 ლარი გამოყო.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის