USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი კიდევ ხუთ მისამართზე შეიცვალა
თარიღი:  585
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და წყალსაწრეტი მილები კიდევ რამდენიმე მისამართზე შეიცვალა.
სამუშაოები ჩატარდა შემდეგ მისამართებზე:
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-5 კვარტალი, კორპუსი N5 - ბრტყელი სახურავი 500 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 19 340 ლარი.
 ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N30 - ბრტყელი სახურავი 750 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 28 500 ლარი; წყალსაწრეტი მილები 120 გრძივი მეტრი, ღირებულება - 6 777 ლარი.
 სანზონის დასახლება, 3 გ კორპუსი, ბრტყელი სახურავი 550 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 21 040 ლარი. წყალსაწრეტი მილები 80 გრძივი მეტრი, ღირებულება - 5 130 ლარი.
 გურამიშვილის N12ა კორპუსი, ბრტყელი სახურავი 750 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 29 727 ლარი; წყალსაწრეტი მილები 180 გრძივი მეტრი, ღირებულება - 10 273 ლარი.
სანზონის N12 კორპუსი, ბრტყელი სახურავი 550 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 29 231 ლარი; წყალსაწრეტი მილები 120 გრძივი მეტრი, ღირებულება - 7 062 ლარი.
პროექტები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის