USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი კიდევ ექვს მისამართზე შეიცვალა
თარიღი:  739
ნაძალადევის რაიონის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას განაგრძობს
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და წყალსაწრეტი მილები კიდევ რამდენიმე მისამართზე შეიცვალა.
სამუშაოები ჩატარდა შემდეგ მისამართებზე:
 • ცოტნე დადიანის N34, კორპუსი N5ა, ბრტყელი სახურავი 550 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება- 16 720 ლარი; წყალსაწრეტი მილები 100 გრძივი მეტრი, ღირებულება - 3 215 ლარი.
 • ცოტნე დადიანის N34, კორპუსი N10, ბრტყელი სახურავი 250 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება- 7610 ლარი; წყალსაწრეტი მილები 70 გრძივი მეტრი, ღირებულება - 1 923 ლარი.
 • დავით გურამიშვილის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბრტყელი სახურავი 450 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 15 000 ლარი.
 • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მესამე კვარტალი, კორპუსი N43- ბრტყელი სახურავი 750 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 22 733 ლარი. წყალსაწრეტი მილები 150 გრძივი მეტრი, ღირებულება - 4 700 ლარი.
 • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მესამე კვარტალი, კორპუსი N56ბ, ბრტყელი სახურავი 1000 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 26 685 ლარი; წყალსაწრეტი მილები 150 გრძივი მეტრი, ღირებულება - 4 585 ლარი.
 • ზღვისუბნის დასახლება, მესამე მიკრორაიონი, პირველ კვარტალი, კორპუსი N12- ბრტყელი სახურავი 500 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 15 000 ლარი.
 პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის