USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
თარიღი:  781

ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ამ მონაკვეთზე ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო გზის საფარი, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აქ დევნილთა დასახლებაა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით დევნილი ოჯახები წუხდებოდნენ ამ პრობლემით. გზის რეაბილიტაციას ვერ ვიწყებდით, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შესაცვლელი იყო წყალარინების ქსელი და სისტემის განახლებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, GWP-მ შეცვალა მოძველებული კომუნიკაციები, რის შემდეგაც გამგეობის დაკვეთით ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 136 000 ლარია. მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის