USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ნაძალადევის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა
თარიღი:  717
ნაძალადევის რაიონში მოძველებული ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა.
სამუშაოები ჩატარდა შემდეგ მისამართებზე:
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვარტალი, კორპუსი N41, ღირებულება - 32 460 ლარი;~
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N4, ღირებულება- 32 025 ლარი;
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვარტალი, კორპუსი N54ა, ღირებულება- 31 795 ლარი;
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-5 კვარტალი, კორპუსი N13, ღირებულება- 30 260 ლარი;
  • გუდამაყრის ქუჩა, კორპუსი N5, ღირებულება- 49 000 ლარი.
 პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნულ მისამართებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 175 540 ლარი დაიხარჯა.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის