USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თარიღი:  466
ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის, პირველი კვარტლის N22 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
 
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, პირველი კვარტლის N22 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა ქსელი იცვლება. საერთო ჯამში, განახლდება 380 გრძივი მეტრი გაყვანილობა. ასევე, მონტაჟდება ექვსი საკანალიზაციო ჭა.
 
აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება ასფალტის საფარს დააგებს.
 
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 67 800 ლარია გათვალისწინებული.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის