USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში ხეების სხვლა-ფორმირება გრძელდება
თარიღი:  408
რომელაშვილის N20-ის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მიმდინარეობს.
 
 პირველ ეტაპზე, მწვანე სივრცის დაავადებული და დაზიანებული ხეებისგან გათავისუფლება, შემდეგ კი ხმელი ტოტების სხვლა-ფორმირება ხდება.
 
გამხმარი ხეების მოჭრის შემდეგ კუნძები მუშავდება. საშეშე მასალა კი გამგეობის ორგანიზებით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ურიგდება.
გამხმარ და ავარიულ ხეებზე მუშაობა მთელი რაიონის მასშტაბით მიმდინარეობს.
 
შესაბამისი სამუშაოები მიმდინარე წელს 310 მისამართზე განხორციელდა, რის ფარგლებშიც, სხვლა-ფორმირება 2 300-მდე ხე-მცენარეს ჩაუტარდა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის