USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თარიღი:  721
ნაძალადევის რაიონში კიდევ ორი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო
 ზღვისუბნის დასახლებაში, მე-4 კვარტლის N2 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 25 მეტრი სიგრძის საერთო სარგებლობის კიბე და ბეტონის ბილიკები მოეწყო. დამონტაჟდა ლითონის მოაჯირიც.
მსგავსი კიბე მოეწყო გურამიშვილის N10ა-თან.
პროექტების განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 21 000 ლარი გამოიყო.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის