USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თარიღი:  404

ნაძალადევის რაიონში გზების კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ღოღობერიძის N6 კორპუსის გარე პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიურები მოეწყო. 700 კვ.მ ფართობზე გზის დაგებამდე, პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარამდე დაიხარჯა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის