USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N25 კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
თარიღი:  525
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.. გურამიშვილის გამზირის N25 კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
 
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გურამიშვილის გამზირის N25 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება. საერთო ჯამში, განახლდება 610 გრძივი მეტრი გაყვანილობა. ასევე, მონტაჟდება ცხრა საკანალიზაციო ჭა.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობა მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ხუჯაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
 
პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტში 73 000 ლარია გათვალისწინებული.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის