USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით შეიზღუდა
თარიღი:  225
ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩაზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
ორმხრივი შეზღუდვა რომელაშვილის ქუჩიდან 154-ე საჯარო სკოლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ, ავტობუსები - N317, N386, N375 და მიკროავტობუსი N510 აბაისა და რომელაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
ამ დროისთვის, ბოთერაშვილის ქუჩაზე დაზიანების არეალში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, ასევე, გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილისი ენერჯი“ შეასრულებს.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარის დაგებას ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის