USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში სააკაძის მე-2 შესახვევში 1 200 კვ.მ ფართობზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  400
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
 
სააკაძის მე-2 შესახვევში ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
 
ამჯერად, სააკაძის მე-2 შესახვევში 1 200 კვ.მ ფართობზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ტროტუარი.
 
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 110 000 ლარია გათვალისწინებული.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის