USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რიგით მე-6 შეხვედრა გამართა
თარიღი:  690
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო აქტიურ მუშაობას აგრძელებს
 
სათათბირო ორგანოს წევრები მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რაიონის მოსახლეობის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამგებლის მოადგილეები და განყოფილების უფროსებიც დაესწრნენ.
 
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საბჭოს წევრებთან ერთად რაიონში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის