USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
«Anadolu Ajansı» (თურქეთი): „უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში“
თარიღი:  307

უკანასკნელ ხანს კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, რასაც ხელი შეუწყო ჯერ მთიანი ყარაბაღის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილმა კავშირებმა თავიანთი მნიშვნელობა უკვე დაკარგეს, რეგიონის სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობას და საგარეოპოლიტიკურ მრავალვექტორიანობას მიაქციეს, - ნათქვამია თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ (Anadolu Ajansı) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში“ (ავტორი - ილიას ქემალოღლუ, პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. . უპირველეს ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომი, აზერბაიჯანის მიერ თავისი ტერიტორიის გათავისუფლება სომხეთის ოკუპაციისაგან და კავშირების გაფართოება თურქულ რესპუბლიკებს შორის, ასევე მოლდოვასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგად ორივე სახელმწიფო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების არენა გახდა - ისეთი, როგორიც 25 წლის წინათ იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავაშირიდან 33 წელი გავიდა, კავკასიაში კვლავ ომები და კონფლიქტები გრძელდება. ამგვარი სიტუაციის უმნიშვნელოვანესი მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ სანამ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იმ რესპუბლიკებმა, რომლებიც მასში შედიოდნენ, არ (ვერ) მოახერხეს ერთმანეთს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა, ან გადადეს მათი მოგვარება და ყოველი მათგანი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად შესაფერის მომენტს ელოდებოდა.

ალიანსები საბჭოური ალიანსის შემდეგ

კავკასია თავისი არსებობის ისტორიაში მუდამ იზიდავდა მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოების ყურადღებას, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონად გადაიქცა.  ამ არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი იყო სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორების ოკუპირება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულში დაიწყო. სომხეთის ასეთი პოლიტიკა ფაქტიურად განაპირობებდა ძალთა ბალანსს მომდევნო 1990-იან წლებში. ერევანი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის საკითხში მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთზე. ამ დუეტში ჩაერთო ირანიც, რომელსაც მუდმივად აინტერესებდა სამხრეთი კავკასია და იმავდროულად სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართ. ეს სამქვეყნიანი ალიანსი ემსახურებოდა როგორც საერთო ინტერესების განმტკიცებას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

რუსეთ-სომხეთ-ირანის კავშირს ეწინააღმდეგებოდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებიც ურთიერთობას ავითარებდნენ პრინციპით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, აგრეთვე საქართველო, რომელსაც იმ მომენტში პრობლემები ჰქონდა როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან. ამ პოლიტიკური განტოლების შესაბამისად, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დიდი ხნის განმავლობაში შეაჩერეს ურთიერთობა სომხეთთან, ხოლო თავის მხრივ, საქართველომაც, რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, თბილის-მოსკოვის ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა. უეჭველია, რეგიონში კიდევ არსებობს სხვა უამრავი პრობლემა, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრირებას.

ყარაბაღისადა უკრაინის ომის გავლენა კავკასიაზე

შექმნილი სიტუაცია, ალიანსები და ძალთა ბალანსი, რომლებიც ზემოთ იქნა ნაჩვენები, მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და არ იყო მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში რეგიონის კონიუნქტურა შეიცვლებოდა, თუმცა 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებამ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ კავკასიური პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა.

ყარაბაღის ომმა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა გაეთავისუფლებინა ოკუპირებული მიწები, მეორე მხრივ კი - განამტკიცა ურთიერთობა თურქულ რესპუბლიკებს შორის (თურქეთის მატერიალური და მორალური მხარდაჭერის სახით). ყარაბაღის ომმა ასევე განამტკიცა ილჰამ ალიევის ხელისუფლებაც. სომხეთში შეცვლილმა საშინაოპოლიტიკურმა  სიტუაციამ (ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციის მოსვლამ) საგარეო პოლიტიკაზეც იმოქმედა - ერევანმა ორიენტირად პარიზი აირჩია. შესაბამისად, ბაქომ მეტი ყურადღება დაუთმო მოსკოვთან ურთიერთობას, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთთან ურთიერთობის გაცივებისა და უკრაინასთან ომის გამო, თეირანთან კავშირებში ბაქო ერთგვარ „ხიდად“ აირჩია სახმელეთო კავშირებში (ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტში).

ქართული პოლიტიკის კორექტირება

კავკასიის კიდევ ერთ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, საქართველო წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ყარაბაღის გათავისუფლებამ და სომხეთის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა თითქოსდა შეამცირეს, მაგრამ სინამდვილეში თბილისმა რეალური სარგებელი ნახა ანკარასთან და ბაქოსთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავისი მიწისქვეშა ენერგეტიკული სიმდიდრე არ აქვს, თბილისმა მაქსიმალურად მიიღო მონაწილეობა ყველა ტრანსკავკასიურ ენერგეტიკულ-სატრანსპორტო პროექტებში, თავისი მომგებიანი მდებარეობის გამო. სწორედ ეს პროექტები უწყობენ ხელს, რომ საქართველომ „იტივტივოს“.

ამასთან, საქართველომ დარტყმა მიიღო დასავლეთისაგან, რომელიც იმით გამოიხატა, რომ თბილისმა ვერ შეძლო ვერანაირი პროგრესის მიღწევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. უეჭველია, არც ნატოს და არც ევროკავშირს არ სურს თავიანთ რიგებში მიიღონ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც პრობლემები აქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რომელსაც არ აქვს მოგვარებულ-გადაწყვეტილი თავისი სახელმწიფო საზღვრები და ა.შ. რასაკვირველია, საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს კიდევ სხვა ბევრი დაბრკოლება აქვს, ისევე როგორც თურქეთის ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველომ დასკვნები გამოიტანა რუსეთ-უკრაინის ომისაგან, რომელმაც თბილისისათვის ერთგვარი გაკვეთილის როლი შეასრულა. სავარაუდოდ, თბილისს კითხვა უჩნდება: რატომ არ დაეხმარა დასავლეთი საქართველოს 2008 წელს ისევე, როგორც ახლა უკრაინას ეხმარება? ალბათ, სწორედ ამიტომაც, საქართველომ დასავლეთისაკენ, კერძოდ კი ევროკავშირისაკენ ინტეგრაციული სწრაფვა გარკვეულწილად შეანელა და თანდათანობით აღრმავებს რუსეთთან კავშირებს, პრაგმატული მიდგომით, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში.

საქართველოს არ ჰყავს ისეთი მფარველი, როგორიც აზერბაიჯანს ჰყავს თურქეთის სახით და რომელიც მას მძიმე წუთებში დახმარებას გაუწევს და გვერდში ამოუდგება. საქართველოს არ ჰყავს ისეთი მდიდარი და ძლიერი მხარდამჭერი, როგორიც ევროკავშირია უკრაინისათვის. ეს გარემოებები თბილისისაგან გარკვეული სპეცოფიკური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს  - სტრატეგიის კორექტირებას და უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას.

წყარო: https://www.aa.com.tr/tr/analiz/ukrayna-savasi-karabag-gurcistan-kafkasyada-degisen-dengeler/3411820

 

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.