მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი სამხედრო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ.
„2020 წლის 13 ნოემბრიდან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო რაზმები ახორციელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს იმ ადგილებში, სადაც სამხედრო ოპერაციები ჩატარდა. ამ სამუშაოების შედეგად, 20 დეკემბრის მდგომარეობით აღმოჩენილია 1 039 ნეშტი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების ”, - ნათქვამია „საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის“ განცხადებაში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.