USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
მთავრობა 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს - რთველის სუბსიდია 60 მილიონი ლარია
Date:  

წყარო:https://bm.ge/

2023 წლის რთველის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მორიგი სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად ემზადება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი.

“შპს "მოსავლის მართვის კომპანიას“ მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 60-70 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას.

მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა,”- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის განაცხადში.

სუბსიდირების არსებული პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობს ბაზარზე არსებულ ჭარბ მოსავალს, რათა “ჩაუბარებერებლი ყურძენი” არ დარჩეს და ამასთან, ყურძნის ფასი არ დაეცეს. შესყიდული ყურძნით მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული კომპანიები სპირტს ხდიან, რაც შემდგომ საბითუმო ბაზარზე იყიდება.

თანხობრივად წელს სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირებულია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო, წელს კი ის 67 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დამატებითი სუბსიდიის საჭიროებას დაინახავს, აღნიშნული ბიუჯეტი რთველის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way