USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
მთავარია, რატომ ვაკრავთ იარლიყებს... თუ ვინმეს აინტერესებს, შეამოწმოს ჩვენი ორგანიზაცია, არავინაა წინააღმდეგი - ზვიად ჭუმბურიძე
თარიღი:  913

წყარო:https://bm.ge/

მე მინდა, რომ ჩემს შვილიშვილთან ერთად, წინ წავიდე - ევროპაში. ასე ვხედავთ მე და ჩემი შვილიშვილი ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

ინტერვიუში მან „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის მარტში პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში დააბრუნა, ვრცლად ისაუბრა:

ვწუხვარ, როცა ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი ხელისუფლებას, ოპოზიციას, პოზიციას, ჩვენ - რიგით მოქალაქეებს. ეს ყველაფერი ჩვენი ენერგიის და ნერვების ხარჯზე გადადის. მართლა არ მესმის, რას ვუხსნით ერთმანეთს, რა არის გაურკვეველი და სადავო? საქართველოს კონსტიტუციაში უწერია, რომ ის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს არის საქართველოს დაბრუნება ევროპაში. ყველა ის თემა და მოქმედება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს მცირედად ჩვენი ევროპული გზის სისწორეს, ეს არის დამაზიანებელი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არა როგორც ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი. მთელი ცხოვრება საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე, ჩემი თაობა პირნათლად ემსახურა საქართველოს და ჩვენს პოლიტიკურ კურსს. ეს იყო ამოსავალი წერტილი, რომ შეგვექმნა ეს ნიადაგი და ასეც გავაკეთეთ. კანდიდატის სტატუსი მთელი ქართული საზოგადოების 30-წლიანი შრომის შედეგია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თითოეული ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროპულ გზას, იყოს მოზომილი.

- მთავრობა გვეუბნება, რომ არ ესმის, გამჭვირვალობა რატომ არ მოსწონთ კანონის კრიტიკოსებს. რამდენად მისაღებია მათი ეს არგუმენტი?

- ევროპელი პარტნიორები გეუბნებიან - გნებავთ გახდეთ ევროკავშირის წევრი? ამ ორგანიზაციას აქვს წესდება, თავისი სამოქმედო გეგმა, ინტერესები და სტრატეგია. ის გეუბნება, თუ შენ გაქვს სურვილი, ამ ორგანიზაციის წევრი გახდე, მაშინ კი ბატონო. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ გავხდეთ EU-ს წევრი, არავინ გვაძალებს ამას. ჩვენ ავირჩიეთ, ქართულმა საზოგადოებამ.

- ელოდით, რომ ამ „ქართული ოცნება“ კიდევ დააბრუნებდა ამ კანონს? კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ...

- რა თქმა უნდა არ ველოდი. ზოგადად, ვფიქრობ, გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. მაგალითისთვის დავასახელებ ჩვენს ორგანიზაციას „ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს. ჩვენ ვართ არა მოგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც საწევროს გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. შარშან ჩვენ მივიღეთ USAID-ის გრანტი, რომელიც შევასრულეთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და აღვნიშნეთ, რომ ეს იყო კლასიკური თანამშრომლობის მოდელი. თუ დავთვლით ჩვენ, 1.8 მლრდ არის ბოლო პერიოდში დახარჯული ევროკავშირის მიერ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის, და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დონორირებული.

- ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, ბიუჯეტის შემთხვევაში, ყველაფერი გამჭვირვალეაო...

- მე დარწმუნებული ვარ, მინისტრმა რაც თქვა, დარწმუნებული ვარ, მართალია.

- თუმცა აქ მთავარი კითხვაა, იარლიყს რატომ ვაკრავთ ერთმანეთს.

- დიახ. თუ ვინმეს აინტერესებს, შეამოწმოს ჩვენი ორგანიზაცია, ნებისმიერ საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსანს. თუ ვინმეს გაუჩნდება ეჭვი, რომ აქ საუბარია ფულის გათეთრებაზე, ან იმაზე, რომ გრანტის ფული არამიზნობრივად დაიხარჯა, შეგვამოწმონ. ვინმე კრძალავს ამ შემოწმებას? ნებისმიერ სერიოზულ დარღვევაზე, ნებისმიერ სამსახურს შეუძლია შემოვიდეს და შეგვამოწმოს. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი - გამიჭირდება მივიღო უცხოური ძალის გამტარებელი სტატუსი. მაშინ აქაც დეფინიცია უნდა გავაკეთოთ კანონში, ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, სავალალო მდგომარეობაში ვართ. ჩავწეროთ მაშინ მტრულად განწყობილ სახელმწიფო. მე ასე მივიღე, ამ კანონის მიხედვით, თითქოს ევროპული განწყობაა მტრული. ესენი ის ქვეყნები არიან, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან, რომ სწორად განვვითარდეთ. არავინ გვართმევს იდენტობას.

- კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა და ხელისუფლება აპირებს ივნისამდე მიიღოს. გასულ წელს თქვენ აკეთებდით განცხადებებს, ამბობდით, რომ კანონის მიღება ინვესტიციებზე აისახებოდა. აპირებთ, რომ იგივე მიმართვა წელსაც გააკეთოთ? ადრესატი სავარაუდოდ იგივეა, შეიცვალა მხოლოდ სახელი და გვარი პრემიერ-მინისტრის.

- მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმეს განხილვა უნდა გაიმართოს, ჩვენ ნებისმიერი ასოციაციები, ბიზნეს საბჭოები მზად ვართ, განხილვებში მივიღოთ მონაწილეობა. არავის არაფერი უკითხავს, არც გზავნილი ყოფილა.

- აპირებთ რომ ხმა გააგონოთ ვინმეს, რომ აქ ხართ და მზად ხართ პოზიცია დააფიქსიროთ?

- ეს არის ჩემი გზავნილი - ჩვენ იმდენი გამოწვევა გვაქვს, უკრაინაში ბარბაროსული ომით, იმდენი გამოწვევაა, რომ ამაზე არ უნდა ვიხარჯებოდეთ. გაცილებით მეტი თემაა ისეთი, რომელიც სამსჯელოა. დიდი გამოწვევები გაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ ამ გზაზე. დღეს ეს კანონი დაპირისპირების, საზოგადოების გახლეჩის მომტანია და კარგის მომტანი არ არის.

- "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" წევრებში თუ არის შფოთვა? რა კითხვები აქვთ?

- განსაკუთრებული შფოთვა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა უფრო არის გაკვირვება, გაოცება, რამ გვაიძულა ყველა ერთად, რომ ამ საკითხზე ამდენი დრო დავხარჯოთ და ამდენი ვიფიქროთ? უამრავი გამოწვევაა, არჩევნები მოდის. გერმანიის ელჩმა გვითხრა შეხვედრაზე - ჩვენ კარი გაგიღეთ და გვინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - აი ეს არის მთავარი.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის