USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში, ტარას შევჩენკოს სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულდა
дата:  2403

 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, ტარას შევჩენკოს სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მოინახულა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სამსახურმა, 643 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სარწყავი და განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და გამწვანებული თარგები მოაწყო. ტერიტორიაზე დაიდგა სასმელი წყლის სოკო, სკამები და ურნები. მოპირკეთდა ტარას შევჩენკოს ძეგლის პიედესტალი.

აღნიშნულ სკვერში ჯამში, 348 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო: 13 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 47 ძირი ჭრელფოთოლა ლიგუსტრუმი, 7 ძირი მარადმწვანე ძახველი, 11 ძირი ფოტინია, 192 ძირი აბელია, 69 ძირი ლოროპეტალუმი, 1 ძირი დიდყვავილა მაგნოლია და 8 ძირი ბურთის ფორმის ფოტინია. გარდა ამისა, 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

გამწვანების სამუშაოები შპს ,,ეკოსევრის ჯგუფმა“ განახორციელა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати