USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტლური ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს.
Date:  663
მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქ. N35-ში, ლარსის ქ. N1-ში და ვასილ ბარნოვის ქ. N60-ში შიდაკვარტლური ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
 
სამუშაოები მთაწმინდის რაიონის დაკვეთით მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 80 000 ლარი გამოიყო.
World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way