USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი:  

მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო ინფრასრტუქრურა რჩეულიშვილის ქუჩის N8 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 700 კვ. მ ფართობზე დაიგება.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის დასკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის