USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მთაწმინდის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება
თარიღი:  
მთაწმინდის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება.
 
ამჟერად, კოჯორში, გ. რობაქიძის ქუჩაზე, I ჩიხ N2-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 30 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის რკინაბეტონის კედელი მოეწყო, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის უსაფრთხოების მოაჯირიც.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 209 000 ლარი გამოიყო.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის