USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მთაწმინდის რაიონში, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გ. რჩეულიშვილის ქ. II ჩიხი №5-ში და ლ. შარაშიძის ქ. N2/4-ში განხორციელდა
თარიღი:  476
მთაწმინდის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.
 
ამ ეტაპზე, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გ. რჩეულიშვილის ქ. II ჩიხი №5-ში და ლ. შარაშიძის ქ. N2/4-ში განხორციელდა.
 
პროექტის ფარგლებში, დაზიანებულ კედლებზე შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილებით განახლდა.
 
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 75 919 ლარი გამოიყო.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის