მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე, გზის გაწმენდის სამუშაო აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
გამგეობის თანამშრომლები რაიონის გარშემო 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებენ.
მიმდინარეობს უბნების მუდმივი შემოვლა და შესაბამისი რეაგირება, როგორც ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე, ისე მოქალაქეების მომართვიანობაზე.
- სამუშაოები დღეს ღამეც გაგრძელდება, რაიონის პრობლემურ უბნებში.
- საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.