ბიზნესმენებს კორპორატიული იუბილეების აღნიშვნა უყვართ _ მდიდრული ბანკეტები ყოველ ათ, ზოგჯერ კი ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მაგრამ, თუ ფირმას ათასწლოვანი ისტორია აქვს, ასეთმა ხშირმა ზეიმმა, შესაძლოა, გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს ის. პლანეტის ყველაზე ძველი კომპანიები – ეს, როგორც წესი, ოჯახური ბიზნესია. უხსოვარი დროიდან ითვლებოდა, რომ ფულის შენახვა, უმჯობესია ოჯახში. დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ მფლობელთა ვოლუნტარიზმის გამო ოჯახური საწარმოები, როგორც წესი, არ სცდებიან მცირე ბიზნესის ფარგლებს და დიდხანს ვერ არსებობენ. ორივე წარმოდგენა მცდარია. საკმარისია, გავიხსენოთ, რომ პლანეტაზე 200-მდე ოჯახური ფირმაა, რომლის წლიური შემოსავალი 2 მლრდ. დოლარს აღემატება. სხვათაშორის, პლანეტის უმსხვილესი რიტეილერული კომპანია ჭალMარტ ასევე ოჯახურ კომპანიას წარმოადგენს. ოჯახური ბიზნესი გადამწყვეტ როლს თამაშობს მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში და ყველაზე ძლიერი პოზიციები მას ვაჭრობასა და მომსახურების სფეროში აქვს. ოჯახურ საწარმოებში დაკავებულია პლანეტის მუშა ძალის ნახევარზე მეტი, რომლებიც შიდა ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტს ქმნიან. ამერიკის 24 მლნ. ოჯახურ კომპანიებში შრომობს მთელი მუშახელის 62%-ი, ხოლო მათი წვლილი ქვეყნის შიდა ეროვნულ პროდუქტში 64%-ს შეადგენს. ინდოეთს ოჯახური ბიზნესის ქვეყანას ეძახიან. აქ დარეგისტრირებული ფირმების 95%-ი ოჯახურია. ასევე მცდარია მოსაზრება, რომ ოჯახური კომპანიები მალე იხურებიან. სპეციალისტების აზრით, ყველაზე გრძელვადიანი და მყარი ბიზნესი _ ოჯახური ბიზნესია. ის არსებობდა მრავალნაციონალურ კორპორაციებამდე, საწარმოო რევოლუციამდე, საბერძნეთსა და რომამდე. არსებობს რამდენიმე ასეული ოჯახური ბიზნესი, რომელთა ისტორია 200-ზე მეტ წელს ითვლის.
არსებობს საინტერესო კანონზომიერება, რომელიც ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, თითქმის ყველა ძველ ოჯახურ ბიზნესს აერთიანებს _ ისინი ადამიანების საქმიანობის საბაზისო სფეროებში მუშაობენ და დაკავებულნი არიან სპირტიანი სასმელების, სურსათისა და იარაღის დამზადებით, ტვირთების გადაზიდვითა და მშენებლობით.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პლანეტის ყველაზე ძველ კომპანიად იაპონური სამშენებლო ფირმა “კონგო გუმი” ითვლებოდა (სრული დასახელება Kabushiki Gaisha Kongo Gumi) და მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ფუნქციონირებს, სამწუხაროდ, აღარ მოიაზრება როგორც ოჯახური ფირმა, რადგან დამოუკიდებლობა დაკარგა. `კონგო გუმი~ სპეციალიზდებოდა რელი¬გიური შენობების შენებაზე. სიტე¬ნოძის ტაძრის გარდა, რომელიც `კონგო გუმის~ ოსტატების მიერაა აშენებული, მათ ააშენეს ასევე მსოფლიო არქიტექტურის ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა: ხორუჟის ტაძარი ნარაში, იაპონიის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქში და სახელგანთქმული ციხე-სიმაგრე ოსაკაში (XVI საუკ.). "კონგოელებს" დღემდე აქვთ შენარჩუნებული თავიანთი სპეციალიზაცია და ყოველწლიურად, კომპანიის მიერ აშენებული ოცდაათი მსხვილი ობიექტიდან ოცდახუთი, _ რელიგიური დანიშნულებისაა, რომლის წილი ფირმის საერთო შემოსავლის 80%-ს შეადგენს (გასულ წელს ფირმამ 67,7 მლნ. დოლარი გამოიმუშავა).
ტაძრების მშენებელი ოჯახი იაპონიის ყველაზე ძველ ხელნაწერ დოკუმენტში _ „ნიხონ შოკიშიც“ მოიხსენება, რომელიც მე-VII საუკუნითაა დათარიღებული. 1428 წლის მანძილზე კომპანიის ხელმძღვანელობაში 40 პრეზიდენტი შეიცვალა. თითოეული მათგანი კონგოს გვარს ატარებდა, თუმცა, ყველა არ მიეკუთვნებოდა ამ ოჯახს დაბადებით. როდესაც გვარში კაცების ხაზი წყდებოდა, ფირმას სიძეები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც კონგოზე იცვლიდნენ გვარს.
მიუხედავად "კონგო გუმის" გაბანკროტებისა უძველესი ოჯახური კომპანიის სამშობლოდ კვლავ იაპონია რჩება. ამჟამად რეკორდსმენად „ხოში რაიოკანი“ ითვლება (Hoshi Ryokan)), რომელიც თითქმის 1300 წელია რაც სასტუმროს ბიზნესს მისდევს, თუმცა `კონგოს~ რეკორდამდე მას ბევრი უკლია და საქმიანობის მასშტაბებიც ბევრად მცირე აქვს _ მას მხოლოდ ერთი სასტუმრო ეკუთვნის კომაცუში, იშიკავას პრეფექტურაში. მიუხედავად ამისა, გინესის რეკორდების წიგნში "ხოშის" უკვე დიდი ხანია პლანეტის უძველესი სასტუმროების ფირმად მოიხსენებენ, რასაც ახლა უკვე უძველესი ოჯახური ბიზნესის ტიტულიც დაემატა.
ჩამონათვალში ევროპის უძველესი ოჯახური ფირმებიცაა შეტანილი. ყველაზე ხანდაზმულად ფრანგული ფირმა „შატო გულენი“ ითვლება, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროდ, დღემდე, მეღვინეობა რჩება. გულენის ოჯახურ საკუთრებაში ნანტთან ახლოს მდებარე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეც შედის, რომელიც დაახლოებით 1000 წელსაა აშენებული. ციხე-სიმაგრეში იშვიათი ჯიშის პეპლების დიდი კოლექცია ინახება, ამას გარდა, ის ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულის გამართვისათვისაც გამოიყენება.
თითქმის ამდენივე ხნისაა იტალიის უძველესი ფირმა Fonderia Pontificia Marinelli, რომლის სპეციალიზაციაც საეკლესიო ზარების ჩამოსხმაა. მისი სახელოსნო უკვე ათას წელზე მეტი ხანია, რაც მოლინეზეს პროვინციის მთებში, უძველეს ქალაქ აგნონაშია განთავსებული. ისევე, როგორც „კონგო გუმში“, „მარინელის“ ჩამომსხმელები დღემდე იყენებენ ჯერ კიდევ ფირმის დამაარსებლის მიერ მოფიქრებულ ტექნიკას, ცვილისგან ფორმის ჩამოსასხმელად.
"მარინელი" ცნობილია ყველა კონტინენტზე. მისი ზარები რეკენ ნიუ-იორკის, პეკინის, კორეის, იერუსალიმისა და სამხრეთ ამერიკის ტაძრებში. ჩამომსხმელი ფირმის დირექტორი _ პასკალე მარინელია და მისი 20 თანამშრომლიდან ხუთი, მარინელის გვარს ატარებს.
გერმანიაში უძველეს ოჯახურ ბიზნესად მიჩნეულია ქალაქ ზოსტში არსებული ფირმა, რომლის სასტუმროც _ „პილიგრიმის სახლი“, ჰენრიხ ანდერნახის მიერაა აშენებული 1304 წელს. მას შემდეგ ოტელი ამ ოჯახური წარმომადგენლებს ეკუთვნით. გერმანიაშია დაარსებული მსოფლიოში უძველესი ოჯახური ბანკი "ბერენბერგიც", ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ბანკი, რომელიც 1590 წელს გაიხსნა ჰამბურგში.
იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის „კონკურენტებს“ საგრძნობლად ჩამორჩნენ ინგლისელები და ესპანელები. ამ ჩამონათვალში ინგლისის უძველესი ოჯახური ბიზნესი მხოლოდ მე-16 ადგილს იკავებს.
კომპანია „ჯონ ბრუკი და ვაჟიშვილები“, რომელიც შალის წარმოებას მისდევდა, 1541 წელს დაარსდა ქალაქ ჰადერსფილდში, ვინმე ჯონ ბრუკის მიერ. ის და მისი შთამომავლები ჯარისთვის შალის ქსოვილს ამზადებდნენ, ამასთან, ინგლისის გარდა, თანამშრომლობდნენ საფრანგეთისა და რუსეთის ჯარებთანაც. ამჟამად ფირმა ძმებს, მარკ და მასიმო ბრუკებს ეკუთვნით.
პირენეის ნახევარკუნძულის უძველესი ოჯახური ბიზნესი კი ესპანეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, სანტ სადურნი დანოიაშია განთავსებული. ჰაიმე კოდორნიუმ, რომელმაც დასაბამი მისცა ფირმას, ღვინის საწარმო 1551 წელს შეიძინა. ამჟამად, საწარმო, რომელიც 1976 წელს ისტორიულ ღირშესანიშნაობად იქნა აღიარებული, ყოველწლიურად 60 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მის ვენახებსა და ქარხნებს, ყოველწლიურად, 200 000 ტურისტი სტუმრობს.
Los Lingues, ყველაზე ძველი ოჯახური ბიზნესი ჩილიში კი, სან-ფრანცისკოს ველზეა განთავსებული 1575 წლიდან არსებობს, იმ დროიდან, როდესაც მეფე ფილიპე მეორემ საჩუქრად გადასცა მიწები დონ მელკორ დელ აგუილეს, ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის. ამჟამად კომპანია Hacienda Los Lingues ეკუთვნის აგუილის ოჯახის მე-15 თაობას. მისი ამჟამინდელი დირექტორი _ ჰერმანე კლარო ლიონია. ფირმა სასტუმროებს ფლობს, მაგრამ უფრო მეტად, თავისი ღვინოებითაა ცნობილი. ბევრი სპეციალისტის აზრით სან-ფერნანდოს ველებზე მსოფლიოში საუკეთესო ვენახებია გაშენებული. Hacienda Los Lingues -ის დამაარსებლის შთამომავლები 5 სახელგანთქმულ ღვინოს აწარმოებენ Hacienda Los Lingues ის ეტიკეტით. მათ მამულში, ასევე, ორივე ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული თავლა არსებობს. აკულეოში ბერბერისა და ნუმიდიურ ცხენების ჯიშების გამრავლებას მისდევენ, რომლებიც 711 წელს მავრების მიერ ესპანეთიდან იყვნენ შემოყვანილნი და მოგვიანებით კონკისტადორების მიერ ამერიკაში გადაგზავნილნი.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.