USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იკავებს
თარიღი:  1528

უნივერსიტეტების უახლესი გლობალური რეიტინგის მიხედვით, 2021 წლის წამყვან უნივერსიტეტებს შორის მთავარ წილს აზიის სასწავლო დაწესებულებები იკავებენ, თუმცა ამავე რეიტინგის ათეულში, ძირითადად, ამერიკული უნივერსიტეტები დომინირებენ. ტოპ-10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან ხუთი აშშ-შია, დარჩენილი ხუთეულიდან კი ოთხი - დიდ ბრიტანეთში, ხოლო ერთი - შვეიცარიაში მდებარეობს. მართალია, ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ ნიშას იკავებს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტიც.

რეიტინგი უმაღლესი განათლების 5 500 დაწესებულებიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ 1 029-ს ადგენს - სწორედ ათასზე მეტია იმ უნივერსიტეტების რიცხვი, სადაც უმაღლესი განათლების მიღება დღეს ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.

ბუნებრივია, ამ ფონზე კონკურენციაც ძალიან მაღალია და, შესაბამისად, უნივერსიტეტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ რეიტინგში დაკავებული პოზიციების შესანარჩუნებლად. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტების ნაწილი ლიდერობისთვის ძალას არ ზოგავს - ამ მხრივ, 2021 წელს ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები აზიის უნივერსიტეტებს აქვთ - კონტინენტის 26 დაწესებულება მსოფლიოს საუკეთესო ათას უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

საინტერესოა ის მეთოდოლოგიაც, რომლის მიხედვითაც თითოეული უნივერსიტეტის ადგილი განისაზღვრება. როგორც ირკვევა, ეს საზომებია: უნივერსიტეტში დასაქმებული აკადემიური პერსონალის რეპუტაცია; სტუდენტთა განათლების კოეფიციენტი საერთაშორისო დონეზე; ფაკულტეტების საერთაშორისო კოეფიციენტი, რომელიც კონკრეტული მიმართულებების პოპულარობას განსაზღვრავს; სტუდენტების და ფაკულტეტების თანაფარდობა და სხვა.

რაც შეეხება თავად უნივერსიტეტებს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ფაქტია, რომ MIT მეთოდოლოგიის ყველა საზომში უმაღლეს ქულებს აგროვებს. მას მეორე ადგილზე სტენფორდის უნივერსიტეტი მოსდევს, ხოლო ათეულში ჰარვარდის, კალტექის და ჩიკაგოს უნივერსიტეტები გვხვდება.

უმაღლესი განათლების კანადური დაწესებულებებიდან საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა ტორონტოს უნივერსიტეტი, რომელიც სიაში 25-ე ადგილზეა. რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, არგენტინაში არსებული ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი რეიტინგში 66-ე პოზიციას იკავებს, რომელსაც მექსიკის და სან-პაულოს უნივერსიტეტები მოსდევს, მე-100 და 115-ე ადგილებით.

აფრიკის ორი ტოპ უმაღლესი განათლების დაწესებულება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს, თუმცა რეიტინგში ისინი ერთმანეთისგან შორს არიან. სიაში 220-ე ადგილზეა კეიპტაუნის უნივერსიტეტი, ხოლო 403-ეზე - იოჰანესბურგის ინსტიტუტი.

რაც შეეხება ევროპას, კონტინენტის ტოპ ხუთეულში შემავალი უნივერსიტეტებია: ოქსფორდის უნივერსიტეტი, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის