USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება: ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს და ნიღბის ტარება ნორმა გახდება
თარიღი:  2632

  „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ რადიო 4-თან საუბრის დროს. მან ასევე აღნიშნა , რომ დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება. მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება. „ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, - აღნიშნა ნაბარომ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის