USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით - საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ე პოზიციაზეა, შეფასების 11 - წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
თარიღი:  544

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, კორუფციის კონტროლის მიმართულებით გლობალურ რეიტინგს ქმნის.

კერძოდ, საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში კი საქართველო 22-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 - წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„ამ პერიოდში საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა. 2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%-ი ჰქონდა მინიჭებული, 25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო. დღეს საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ესტონეთი, ჩეხეთი დ ა.შ.

საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის