USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა
თარიღი:  747

მოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრუნზენსკაიას სანაპიროზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ აივანზე ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

მანამდე, „ტელეგრამ“ არხმა "Осторожно, новости"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან კვამლი დაფიქსირდა და ჰაერში უცნაური მძაფრი სუნი დატრიალდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის