USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Тбилиси
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი l სიტყვა ი.სტალინის პანაშვიდზე, წარმოთქმული საპატრიარქო ტაძარში მისი დაკრძალვის დღეს (9. 03. 1953 წელი)
дата:  
„ჩვენი ხალხის უდიდესი ბელადი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აღარ არის. აღარ არის ძალა უდიდესი, ზნეობრივი, საზოგადო: ძალა, რომელშიც ჩვენი ხალხი თავის ძალას გრძნობდა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა თავის შემოქმედებით შრომებში და დაწესებულებებში, რომელშიც ის მრავალი წლის მანძილზე ნუგეშს სცემდა. არ არსებობს სფერო, სადაც არ შეღწეულიყო დიდი ბელადი ღრმა ხედვით. მეცნიერების ხალხი გაოცებული იყო მისი ღრმა მეცნიერული გათვითცნობიერებით თვით მრავალგვარ სფეროში, მისი გენიალური სამეცნიერო განზოგადებით; სამხედრონი – მისი სამხედრო გენიით; სხვადასხვაგვარი პროფესიის ხალხი შეუწყვეტლივ ღებულობდნენ მისგან მძლავრ მხარდაჭერას და ღირსეულ მითითებებს. როგორც გენიალური ადამიანი, ის ყოველ საქმეთი ხსნიდა მას, რაც მიიუღწეველი და შეუმცნეველი იყო ჩვეულებრივი ჭკუისათვის.
მისი დაძაბული შრომისა და გამარჯვებების შესახებ დიდი სამამულო ომის დროს, საომარი მოქმედებების მისი გენიალური ხელმძღვანელობის შესახებ, რომელმაც გამარჯვება მოგვცა ჩვენ ძლიერ მტერზედ და საერთოდ ფაშიზმზე, მისი მრავალმხრივი თვალუწვდენელი ყოველდღიური მმართველობის ღწვის, სახელმწიფო საქმეების მართვის შესახებ ფართოდ და დამაჯერებლად ამბობდნენ პრესაში, და განსაკუთრებით დღეს უკასკნელ გამომშიდობებაზე, მისი დაკრძალვის დღეს, მისი უახლესი თანამოძმენი. მისი სახელი, როგორც მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის მებრძოლისა და მისი დიადი ქმედებანი საუკუუნეების მანძილზედ იცოცხლებენ.
ჩვენ მისთვის სალოცავად შეკრებილები, მდუმარედ გვერდს ვერ ავუვლით მის ყოველჟამს კეთილისმყოფელ, თანამგრძნობ დამოკიდებულებას ჩვენს საეკლესიო გასაჭირთან. არც ერთი საკითხი, რომლითაც ჩვენ მისთვის არ მოგვიმართავს, არ ყოფილა მისგან უარყოფილი, ის ყველა ჩვენს თხოვნას აკმაყოფილებდა. და ბევრი კეთილი და სასარგებლო, მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გაკეთდა ჩვენი ეკლესიისთვის ჩევნი მთავრობის მიერ.
დაუვიწყარია მისი ხსოვნა ჩვენთვის, და ჩვენი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, დასტირის რა მის წასვლას ჩვენგან, აცილებს მას უკანასკნელ გზაზე მხურვალე ლოცვით.
ჩვენთვის ამ მწუხარე დღეებში, ჩვენი მამულის ყოველი კუთხიდან არქიელებისაგან, სამღვდელოებისაგან და მორწმუნეთაგან, უცხოეთიდან ეკლესიების მეთაურთაგან და წარმომადგენლებისაგან, როგორც მართლმადიდებლურისაგან და სხვებისაგან, მე ვღებულობ მრავალ დეპეშას, რომელშიც იუწყებიან მისთვის ლოცვების შესახებ და გამოხატავენ მწუხარებას ჩვენი ამ სამწუხარო დანაკლისის გამო. ჩვენ მისთვის ვლოცულობდით, როცა მოვიდა ცნობა ამ მძიმე დაავადების შესხებ. და აწ, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვლოცულობთ მისი უკვდავი სულის სიმშვიდისათვის.
გუშინ ჩვენმა განსაკუთრებულმა დელეგაციამ ყოვლად უწმინდეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის – ციმბირის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს პალლადის – უკრაინის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არიეპისკოპოს ნიკონის და პროტოპრესვიტერის მამა ნიკოლოზის შემადგენლობით მის კუბოსთან მიიტანა გვირგვინი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით მუხლი მოიყარა მისი ძვირფასი ნეშტის წინაშე.
ლოცვა, აღვლენილი ქრისტიანული სიყვარულით აღწევს ღმერთამდის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ლოცვა გარდაცვლილის შესახებ შესმენილი იქნება ღმერთის მიერ. და ჩვენს საყვარელ და დაუვიწყარ იოსებ ბესარიონის ძეს ჩვენი ლოცვით, მხურვალე სიყვარულით დავუმკვიდრებთ სამარადისო ხსოვნას. ”
бизнес
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати