USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მორიგი მედალი პარიზის პარალიმპიადაზე - ნინო თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია!
თარიღი:  920
საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა
ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი მოწინააღმდეგე ბრიანა ვიდე 15-11 ანგარიშით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ნინა თიბილაშვილმა პირველ შეხვედრაში ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში იუ ჩუ იესთან ანგარიშით 15:4 გაიმარჯვა, ნახევარფინალი ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო, რეპეშაჟში კი უკრაინელ ეტლით მოფარიკავეს სძლია.
ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის