USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
მოქალაქეებს ₾1 მლრდ-ზე მეტი ღირებულების საქონელი აქვთ დალომბარდებული
дата:  384

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების თანახმად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.1 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელი აქვთ დაგირავებული.

სულ სალომბარდე კრედიტების რაოდენობა 883,000-ს შეადგენს. ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ 883 ათას ადამიანს აქვს სალომბარდე სესხი, რადგანაც ერთსა და იმავე პირს, შესაძლოა, ერთდროულად ერთზე მეტი სალომბარდე სესხი ჰქონდეთ გამოტანილი. ერთი სალომბარდე სესხის საშუალო მოცულობა 1297 ლარს შეადგენს.

სალომბარდე სესხების ყველაზე დიდი გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან, რომელთა პორტფელიც 831 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მათ მიერ გაცემული სესხების რაოდენობაა 646 ათასი.

მოქალაქეები ძვირფას ნივთებს კომერციულ ბანკებშიც აგირავებენ. ბანკებში ამ კრედიტების საერთო მოცულობა 315 მილიონი ლარია, რაც 237 ერთეული სესხის საერთო ღირებულებაა.

რაც შეეხება ამ სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელს, ლომბარდებში საყურადღებო კატეგორიას 36 მილიონი ლარის სესხები განეკუთვნება, რაც პორტფელის 4.3%-ია, ხოლო ბანკებში ვადაგადაცილებულია სალომბარდე სესხების 1.6%.

ეროვნული ბანკის თანახმად, ბანკებში სალომბარდო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 19.4%-ია, ხოლო მისო-ებში ის 22-25%-ის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში სალომბარდე კრედიტების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ამ კატეგორიის სესხების ზრდა დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს.

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати