USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
"მოგვეცეს რეკომენდაცია, რომლითაც სტატუსი მოგვენიჭება" - NGO-ების მიმართვა ევროკომისიას
თარიღი:  484

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით მიმართავენ.

NGO-ები ერთობლივ მიმართვაში აღნიშნავენ, რომ "კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს".

არასამთავრობოები მიმართავენ ევროკომისიას, "საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, ქვეყანას მიეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს".

"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია - დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა. დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი - საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს.

2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს", - წერია NGO-ების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 169 ორგანიზაცია. 

ესენია: 

1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი

2. ადამიანის უფლებათა ცენტრი

3. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი (Lag Mestia)

4. ასოციაცია "ევროპის დროით"

5. ასოციაცია მერკური

6. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

7. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)

8. ახალგაზრდული ალტერნატივა

9. ახალი აგორა

10. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი

11. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 12. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

13. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

14. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

15. ბათომი

16. განათლება და სამყარო

17. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

18. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)

19. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი (CEPE)

20. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო

21. გურიის სამოქალაქო ცენტრი

22. დემოკრატ მესხთა კავშირი

23. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

24. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

25. დემოკრატიის მცველები

26. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი

27. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

28. ევროპის ფონდი

29. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

30. ეკო ცენტრი

31. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

32. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია

33. თანასწორობის მოძრაობა

34. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

35. თბილისის მედიაკლუბი

36. თემი ქედელი

37. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)

38. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

39. იურიდიული განათლების ფონდი

40. კავშირი "რეა"

41. კანონის უზენაესობის ცენტრი

42. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი

43. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი

44. კომლის თემი

45. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

46. ლომეკი

47. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

48. მაისის მოძრაობა

49. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში

50. მეგობრობის ხიდი ქართლოსი

51. მედია ომბუდსმენი

52. მედია ცენტრი კახეთი Media Center Kakheti MCK

53. მედიის განვითარების ფონდი

54. მედიის ინსტიტუტი

55. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)

56. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი მედიახმა

57. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება

58. მთის თემი

59. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)

60. მომავლის ჭიათურა

61. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი

62. მშვიდობის ქარტია

63. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი

64. მშობლები განათლებისთვის

65. ნეოგენი

66. ნინოწმინდის სათემო რადიო

67. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი

68. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

69. პრევენცია პროგრესისთვის

70. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია

71. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

72. ჟურნალისტები ბორჯომის ხეობის გადასარᲩენად

73. რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"

74. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)

75. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი

76. საერთაშორისო ბიზნესის განვითრების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი

77. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

78. საზოგადოება ბილიკი

79. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის საბუკო

80. საზოგადოება და ბანკები

81. საინიციატივო ჯგუფი "როდემდე"

82. საინიციატივო ჯგუფი ,,თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისათვის"

83. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა

84. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 85. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი

86. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი

87. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)

88. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი

89. სამოქალაქო განვითარების ცენტრი

90. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

91. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

92. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF)

93. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

94. სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია "ოაზისი"

95. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი

96. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი

97. საორსა

98. საუნჯე

99. საფარი

100. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი

101. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

102. საქართველოს ბავშვები

103. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

104. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

105. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია '' აღორძინება 2002 ''

106. საქართველოს მომავლის აკადემია

107. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

108. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

109. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია

110. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)

111. საქართველოს სასოფლო დარბაზი (Georgian Rural Council)

112. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია

113. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

114. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

115. სექტორი 3

116. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია

117. სოლიდარობის თემი

118. სოციალური სამართლიანობის ცენტრი

119. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

120. ტელე-რადიო კომპანია "ბორჯომი"

121. ტოლერანტობის სამყარო

122. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

123. უფლებები საქართველო

124. ფემინა

125. ფონდი აფხაზინტერკონტი

126. ფონდი პროდემოსი

127. ფონდი ტასო

128. ფრანკლინის კლუბი

129. ფუსფუსი - შენი უსაფრთხო სირვცე

130. ქალები რეგიონების განვითარებისათვის

131. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

132. ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად"

133. ქალთა ასოციაცია გვირილა

134. ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე

135. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

136. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”

137. ქალთა ფონდი საქართველოში

138. ქართული მედია ჯგუფი

139. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"

140. ღია საზღვრები

141. ღია სივრცე კავკასია (COS)

142. ყაზბეგის განვითარების ფონდი

143. ყვარლის ევროკლუბი

144. შენმოქმედი

145. შშმ ქალთა ალიანსი

146. შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

147. ჩართულობის და განვითარების ცენტრი CPD

148. ჩემი ხარაგაული

149. ცოდნის კაფე

150. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

151. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT

152. წითელი ხიდი

153. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის

154. ჰეპა პლიუსი

155. Bridge-Innovation and Development

156. Caucasus Dialogue

157. Chavchavadze Center

158. Civic Education and Rehabilitation Center

159. cognitive center of georgia

160. Freedom Community Center

161. Georgian Association of Children Mental Health

162. ICGE-België

163. Institute of Democracy

164. International Centre for Geopolitical Studies

165. Promote Georgia

166. Real People Real Vision

167. Save the Children Georgia

168. Woman and Development

169. Z.axis

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.