USD 2.7252
EUR 3.1599
RUB 3.4691
თბილისი
მითი, თითქოს მაო ძედუნმა იოსებ სტალინს საბჭოთა კავშირის წევრობა სთხოვა
თარიღი:  1089

11 და 12 სექტემბერს პრორუსული ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრმა  გიორგი ირემაძემ  (1, 2) და კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 1949 წელს მაო ძედუნმა იოსებ სტალინს ჩინეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ მიმართა, რაზეც უარი მიიღო, რადგან სტალინს სჯეროდა, რომ ჩინეთი გავლენას მოახდენდა საბჭოთა კავშირის დემოგრაფიაზე და საბოლოოდ მის დაშლას ან ჩინეთიზაციას გამოიწვევდა. 

არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მაო ძედუნმა სტალინს ჩინეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანა სთხოვა. ისინი ერთმანეთს პირადად სულ ორჯერ შეხვდნენ და ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა. დამატებით, არ არსებობს არც წევრობაზე მოთხოვნის დამადასტურებელი დეპეშები. 

საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ლიდერები – იოსებ სტალინი და მაო ძედუნი ერთმანეთს პირადად სულ ორჯერ 1949 წლის 16 დეკემბერსა და 1950 წლის 22 იანვარს შეხვდნენ. შეხვედრები ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ორთვიანი ვიზიტის დროს მოხდა. მხარეებს შორის აღნიშნული შეხვედრა ჩინეთი-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების მიზნით შედგა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულდა და 1949 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

მაო ძედუნსა და იოსებ სტალინს შორის შეხვედრის ჩანაწერები დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა რუსეთის პრეზიდენტის საცავებში, თუმცა 1990-იან წლებში მოხდა მათი დეკლასიფიკაცია და ორივე შეხვედრის სრული ტრანსკრიპტის გასაჯაროება. 16 დეკემბრის შეხვედრისას მაო ძედუნი თავიდანვე აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აქტიურად განიხილავს ჩინეთსა და სსრკ-ის შორის მეგობრობის, ალიანსისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.  ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის უკვე არსებობდა მსგავსი ხელშეკრულება, რომელიც 1945 წელს იალტის ფარგლებში დაიდო ჩინეთის ძველ მთავრობასთან, რის გამოც ორივე მხარეს საჭიროდ მიაჩნდა ხელშეკრულების გადახედვა და ხელახლა გაფორმება. სტალინმა აღნიშნა, რომ 1945 წლის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა სადავო ტერიტორიებისა და ჯარების განთავსების საკითხებს, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგად შეიქმნა, რის გამოც ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში სიფრთხილე იყო საჭირო, რათა ამ ორი დიდი ქვეყნისათვის ჩინეთი-სსრკ-ის საქმეში ჩარევის ლეგალური საფუძველი არ მიეცათ.

1949 წლის შეხვედრაზე, სახელმწიფოთა ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სსრკ-ის მიერ ჩინეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯარებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე, ჩინეთისათვის დიდი ოდენობის სესხის მიცემაზე, სხვადასხვა სფეროს ასაღორძინებლად საბჭოელი სპეციალისტების დახმარების საჭიროებასა და სხვა თემებზე, თუმცა შეთავაზება ჩინეთის მეთექვსმეტე რესპუბლიკად მიღების თაობაზე არც ერთი მხარისგან არ გაცხადებულა. 

როგორც უკვე აღინიშნა, მეორე შეხვედრა 1950 წლის 22 იანვარს შედგა, რომლის ფარგლებში იოსებ სტალინმა და მაო ძედუნმა წინა თვეში განხილულ თემებზე განაგრძეს საუბარი. სტალინმა გადაწყვიტა, არ გაეთვალისწინებინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ინტერესები და შეეცვალა 1945 წლის ხელშეკრულება ჩინეთთან, რითიც იალტის კონფერენციის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წავიდოდა. შეხვედრის მანძილზე მათ გარკვეული პირობები შეათანხმეს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახალი ხელშეკრულება დროის მოკლე მონაკვეთში გაფორმდებოდა. საბოლოო ტექსტს ხელი 1950 წლის 14 თებერვალს მოეწერა, რის შემდეგაც მაო ძედუნმა მალევე დატოვა საბჭოთა კავშირი და სტალინს პირადად აღარ შეხვედრია. 

პირადი შეხვედრის გარდა, 1949 წელს მაო ძედუნსა და სტალინს შორის რამდენიმე     მიმოწერა შედგა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი სტალინს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთხოვდა. საინტერესოა, რომ სწორედ სსრკ-ის დახმარებით მოახერხა ძედუნმა ძალების მობილიზაცია და ყველაზე პრობლემური რეგიონის სინძიანის აღება 1949 წელს, რითიც დასრულდა კიდეც სამოქალაქო ომი. ვილსონის ცენტრმა, რომელიც ცივი ომის პერიოდს იკვლევს, ორი ლიდერის არაერთი წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ასევე არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია მაო ძედუნის მიერ ჩინეთის სსრკ-ის წევრობაზე გაკეთებული შეთავაზების შესახებ. 

წყაროს შესახებ:

გიორგი ირემაძე ძირითადად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს. ის აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში, ასევე ესწრება მოსკოვში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. ირემაძე არის პრორუსული ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” დამფუძნებელი და ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის”  წევრი, მან ასევე დააფუძნა “პატრიოტი TV”, რომელიც ღიად პრორუსულ მედიას წარმოადგენს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო:https://mythdetector.ge/

ანალიტიკა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი - გიორგი კობერიძე
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქში. პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული მოიერიშე ნაწილები კვლავ ფლანგებიდან, ბრტყელტუჩას მანევრის განხორციელებას ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ. მათი მიზანია ტორეცკედან კოსტიანტინივკამდე, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, დრუჟივკამდე ყველა იმ ტერიტორიის ათვისება, რომელშიც ახლა უკრაინელები აკონტროლებენ.
 
ამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი კრამატორსკისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ. იმ ფონზე, რომ რუსული წინსვლა ნელია, უკრაინელთა ალყაში მოხვედრის საფრთხე მცირეა. ამასთან, იმდენად ნელა მიიწევენ რუსები წინ, რომ უკრაინელები ახერხებენ ზურგში ახალი თავდაცვითი პოზიციების აგებას, რაც რუსულ წინსვლას კიდევ უფრო აფერხებს. კრამატორსკი და სლავიანსკი და მისი შემოგარენი ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლიდან საუბრობდნენ. ზოგადად ფრონტის ხაზი ბოლო ორი წელიწადია ამ მიმართულებაზე ძალიან ნელა იცვება.
 
თუკი რუსებს დრუჟივკა-კოსტიანტინივკასაკენ სვლა არ გამოუვიდათ, ცხადია არის შანსი დასავლეთით განავითარონ შეტევა, რათა პოკროვკის მოექცნენ თავზე.
 
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქის დასავლეთით, უშუალოდ პოკროვკისა და მის შემოგარენში. აქაც, რუსებს წინსვლა შესამჩნევად ნელი აქვთ და რაც მთავარია მათ რიგებში მსხვერპლია ძლიან დიდი. პოკროვსკი ომამდე 60 ათასიანი დასახლება იყო. მას რუსები ერთი წელია უტევენ, ხოლო მთელს ამ სექტორს - წელიწადნახევარია.
 
რუსული არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ პოკროვსკისა და ტორეცკე-ჩასივ იარის მიმართულებაზე არიან თავმოყრილები. გენერალური შტაბის უფროსის, სირსკის განმარტებით დაახლოებით 700 ათასი რუსი სამხედროა უკრაინაში, რომელთაგანაც 500 ათასი აღმოსავლეთის ფრონტზეა გადასროლილი.
 
- მაისში დაწყებული რუსული შეტევა სუმის ოლქზე დასტაბილურებული და ზოგიერთ ნაწილში სრულად შეჩერებულია. მეტიც, უკრაინელებმა გაათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებული დასახლება ანდრიივკა და მისი შემოგარენიც. ბრძოლა ოლეკსივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინამ ინიციატივა დაიბრუნა ამ სექტორში. მომდევნო დღეები უკეთ გამოაჩენს სურათს.
 
სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. რუსები, გარდა სასაზღვრო სოფლების დაკავების მცდელობისა, ცდილობდნენ გაჰყოლოდნენ სუმი-სუჯას მაგისტრალს, თუმცა ჯერჯერობით იუნაკივკას ვერ გასცდნენ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში საზღვრიდან 7 კილომეტრში შეიწიეს მხოლოდ. რუსების მიერ ოკუპირებული ყველაზე დიდი სივრცე კი საზღვრიდან 15 კილომეტრია.
 
იუნაკივკასათვის ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ამ პატარა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ტყიანი საფარია და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ რუსები. აქედან არამხოლოდ სუმის მიმართულებით შეუძლიათ აწარმოონ ინტენსიური საარტილერიო დარტყმები, არამედ ტყეში შედარებით ფარულად გადაადგილდნენ კიდეც. უკრაინელებმა ჩაშალეს რუსების მცდელობა სწრაფად დაეკავებინათ დასახლება.
 
და ეს იმ ფონზე, რომ რუსების 50 ათასიანი დანაყოფია მობილიზებული ამ მიმართულებაზე. ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო შედეგია თან თუკი გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც სუმის ოლქის ოკუპაციაზე იყო გაკეთებული. სხვათა შორის პუტინმაც ისაუბრა სუმის შესახებ. ჯერჯერობით კრემლი ისე ფუთავს სიტუაციას თითქოს ინიციატივა მხოლოდ მათ ხელში იყოს და თავად წვეტდნენ სადამდე წაიწევენ წინ და რას უზამენ სუმის ოლქს.
 
თუკი რუსეთის მხრიდან ეს ზაფხულის მთავარი შეტევაა მაშინ საკმაოდ ცუდ შედეგს აჩვენებენ ისინი. მაგრამ ჰიპოთეტურად არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეთ მათ.
 
- სირსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სუჯას ოლქზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პლაცდარმს რუსეთში და რომ უკრაინა არ აპირებს შეტევით ოპერაციებზე უარის თქმას.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.