USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Тбилиси
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 3,8%-ით შემცირდა
дата:  588

2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის მშპ 3,8%-ით შემცირდა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება ევროსტატმა გამოაქვეყნა.

პირველ კვარტალში კლება ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. კიდევ უფრო მეტად შემცირდა რამდენიმე ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა. მაგალითად, საფრანგეთის მშპ 5,8%-ით შემცირდა, ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი ქვეყანას 1949 წელს ჰქონდა.

ესპანეთის ეკონომიკურმა ვარდნამ 5,2% შეადგინა, ბელგიის - 3,9%, ავსტრიის - 2,5%. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტის ING-ის ცნობით, ბოლოს მსგავსი ვარდნა ბლოკის ქვეყნებში 1970 წელს გამოვლინდა.

უნდა ითქვას, რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა გერმანიის კვარტლური მონაცემები, წინასწარი შეფასებით, ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა წელს შესაძლოა 6,3%-ით შემცირდეს. პირველ კვარტალში მიღებული შემზღუდავი ზომებისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

რაც შეეხება წლიურ პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროზონას ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას უწინასწარმეტყველებს. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ევროზონის ეკონომიკა 7,5%-ით შემცირდება.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати