USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
მიხეილ ყაველაშვილი: თუ კახა კალაძე კვლავ იყრის კენჭს თბილისის მერად, ის აუცილებლად გაიმარჯვებს
თარიღი:  953

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ თუ კახა კალაძე კვლავ იყრის კენჭს თბილისის მერად, ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

„გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატურას. გვაქვს დრო სასურველი კანდიდატების შესარჩევად და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდეთ, ვინ წარვადგინოთ ამა თუ იმ რეგიონში თვითთმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებად. დედაქალაქს ძალიან ღირსეული მერი ჰყავს და თუ კვლავ დააყენებს კახა კალაძე კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, რომ ის უალტერნატივო იქნება და აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის