USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მიხეილ ყაველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
თარიღი:  749

აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.

„პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში.

ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის