USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი: ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ - ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს
თარიღი:  666

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ვიდეო მიმართვაში, საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება  და აღნიშნავს, ხალხის გენოციდი მიმდინარეობს და ახლა „კეკლუცობის დრო არ არის“.

"ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ - ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს"-ამბობს სააკაშვილი

„დღეს საქართველოში დაფიქსირდა კოვიდისგან 80-მდე ადამიანის სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ერთ-ერთმა „მუშკეტერმა“ წამოაყრანტალა არაფერი ნახტომი არ არისო, ისინი ცრუობენ! ვესაუბრე ეპიდემიოლოგებს და ინფექციონისტებს თბილისში. უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადაცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით. მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა. სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ბიძინა ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა. სიმართლე უნდა ითქვას, რაზეა საუბარი.

ხალხო, ჩვეულებრივად განადგურებენ! საქართველოში ყველა ომში ერთად აღებული არ დაიღუპა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც ამ დაავადებისგან იღუპება, რაც ხელოვნურად არის გაკეთებული “,- აღნიშნავს სააკაშვილი

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის