USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას - როდის მოშორდება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას
თარიღი:  836

მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ პარლამენტიდან გამოხვიდეთ, არა, პარლამენტში იყავით - მხოლოდ ერთ საკითხზეა სალაპარაკო, როდის მოშორდება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.

მისი განმარტებით, შემდეგი თვეები მოქმედების დროა, ვინაიდან აქ საუბარია საქართველოს გადარჩენაზე.

„უახლოეს თვეებში ჩვენ გვაქვს ისეთი შანსი, როგორიც არასდროს. უკრაინა ამ ომს იმარჯვებს და ასი წელი არ გაიხსნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორც ახლა გაიხსნა. ამიტომ, შემდეგი კვირები და თვეები მოქმედების კვირები და თვეებია. მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ პარლამენტიდან გამოხვიდეთ, არა, პარლამენტში იყავით - მხოლოდ ერთ საკითხზეა სალაპარაკო, „როდი მოშორდებით ხელისუფლებას“. სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე. ეს არის გასაკეთებელი, იმიტომ, რომ იმ პერიოდში, როდესაც უკრაინა, მათ შორის, საქართველოსთვის იბრძვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის. სხვათა შორის, ესენი ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. პროვოკაცია მზადდება ტერიტორიების შიგნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ან ერთ ორ წელიწადში საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება. ეს არის ამათი გეგმა. უკვე ყველაფერზე შეთანხმებულები და გარიგებულები არიან“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ახლა ამოცანაა ის,რომ ეს არ დაუშვან, ამიტომ ერთიანობაა საჭირო.

„2008 წელს მე, ისევე,როგორც ახლა ზელენსკი, ჩვენი დედაქალაქიდან არ გავედი.რუსული ტანკები პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო. კოჯორში სპეცრაზმი გადმოსხმული ჰყავდათ ჩემს გასანადგურებლად და რომ არა ბუშის გამოსვლა, რომელსაც ტელეფონში ვუყვიროდი და ვამუნათებდი როგორც შემეძლო, როგორც ახლა ამას ზელენსკი საჯაროდ შვრება, ალბათ, ბევრად უფრო ეფექტურად, ბუშს ვეუბნებოდი, რომ დროზე მოდით! მაშინ, მან, მისმა გემმა და თვითმფრინავმა საქართველო გადაარჩინა, ისევე როგორც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, რომლებშიც მათ შორის, იყვნენ ის გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ამ დღეებში დაიღუპნენ. ის, რომ დღეს კიდევ გვაქვს სახელმწიფოებრიობა, იმ გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა და ამაში ჩემი წვლილიც მაქვს შეტანილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის