USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი: კრიზისის განმუხტვის ერთადერთი პირობა ახალი საარჩევნო კომისიით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა
თარიღი:  433

რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

„საქართველოს უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვინაიდან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა. ეს არის ოპოზიციური ერთობის, ქართველი ხალხისა და ნიკა მელიას დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა და დავუბრუნოთ ხალხს მისი ნება, რომელიც მას ივანიშვილმა მოჰპარა. ახლა საჭიროა სიფხიზლე და დროული შეთანხმება დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში. მინდა მივმართო უცხოელ დიპლომატებს - ყველა ქვეყანაში, სადაც გადადგებოდა პრემიერ-მინისტრი და შეიქმნებოდა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. რითია საქართველო ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები?“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის