USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუწევს წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის
Date:  639

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“.

„გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების, ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ახლა ის ყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა, კი მაგრამ, თუ გაყალბდა, მას ხელისუფლება რანაიარად გადაეცა?! ყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზოციური კოალიციისთვის, ჯიბეში ჩაიდო. ყველაზე მეტად აღმაშფოთა, როდესაც ამბობს, რომ თურმე სიღარიბე საქართველოში ობიექტური რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ.

ნურას უკაცრავად! სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტია. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი ზუსტად ორჯერ დაეცა. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში, მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნეპოტიზმია და თუ ნათესავი, პატრონი არ გყავს მის ბანდაში, ვერაფერს აღწევ. ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და კონტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონო სისტემის, რომელიც საქართველოში გაბატონდა. პირდაპირი შედეგია ფეოდალიზმის, ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის.

ამიტომ, არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, საზღვარგარეთ გაყაროს. მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს შნირებს გადავაბარე ხულისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც თანამდებობასთან. ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს.

მას მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხითვის, რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვის, დაშინების და გაყალბებისა. მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. ასევე მას მოუხდება ქართველი ხალხის ქონების მართლაც დაბრუნება, ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვის და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის გადანადგურებული, ქართული ოჯახები კი ფეხქვეშ გათელილი. ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. არა მხოლოდ არავინ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია!“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way