USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
მიხაილო პოდოლიაკი - ომი შეიძლება დასრულდეს, მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე შეთანხმების შემდეგ
дата:  484

ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. საკვანძო საკითხი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე შეთანხმებაა,- ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბოლში შუალედურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ომი დასრულდეს ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება.

პოდოლიაკის განმარტებით, საკითხთა მეორე ბლოკი, რომელიც ახლა დელეგაციების მიერ განიხილება, ცეცხლის შეწყვეტაა, რათა შესაძლებელი გახდეს ამ პერიოდში დაგროვილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ომის, სიძულვილისა და ომის წარმოების წესების ესკალაციის პრობლემაა. ზოგჯერ პირდაპირ ეთერშიც ჟღერს მოწოდებები ერთი ან მეორე ნაციის განადგურების თაობაზე, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე, მივყავართ ვიდეოჩანაწერებამდე, როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати