USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
მიეცი ხმა - ამერიკულ მეგა კულინარიულ შოუ ,, Cake Boss"-ში მონაწილე ქართველი კონდიტერი ჯერ-ჯერობით პირველ ადგილზეა
Date:  4100
რუსუდან გიორგაძე ქართველი ემიგრანტია, რომელიც პოპულარული ტელეშოუს ,, Cake Boss"-ის საკონდიტრო კონკურსში მონაწილეობს
ბოლო მონაცემებით რუსუდანი კონკურსში პირველ ადგილს იკავებს.
ქართველ კონდიტერს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ეხლა პირველი ადგილის ბედი მაყურებელთა მიერ ხმის მიცემით წყდება და ეს პროცესი 7 დეკემბრამდე გრძელდება.
ჩვენი ხმა რუსუდან გიორგაძეს !!! 
"მეგობრებო, ალბათ გსმენიათ პოპულარული ტელეშოუს ,, Cake Boss" შესახებ ! მომეცა შანსი , რომ გავხდე ერთ-ერთი წევრი ამერიკის ყველაზე ცნობილი კონდიტერებისა... ამაში კი თქვენი დახმარება მჭირდება!
თქვენ შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ, ქვემოთ მოცემულ ლინკზე ყოველ 24 საათში ერთხელ ხმის მიცემით.
მჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ !" - წერს რუსუდან გიორგაძე საკუთარ ფესბუკის გვერდზე.
 
 
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way