USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
მიჩიგანში, მორმონთა ეკლესიაში სროლისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავდა რვა ადამიანი
თარიღი:  1804

მიჩიგანის შტატში, ქალაქ გრანდ-ბლანკში მდებარე მორმონთა ეკლესიაში სროლისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „CNN“ ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ეკლესიაში წირვის დროს შევარდა, სროლა დაიწყო და ხანძარი გააჩინა. თავდამსხმელი 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდია, რომელიც პოლიციის მხრიდან გასროლილი საპასუხო ტყვიის მსხვერპლი გახდა.

სამართალდამცველების თქმით, საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დამწვარ შენობაში გარდაცვლილი კიდევ იპოვონ. ჯერ კიდევ უცნობია თავდასხმის მოტივი.

სამართალდამცველები მამაკაცის საკუთრებას ჩხრეკენ და მობილური ტელეფონის ჩანაწერებს ამოწმებენ. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ეკლესიას ცეცხლი განზრახ წაუკიდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარს, როგორც „მიზანმიმართული ძალადობის აქტს“ იძიებს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის