USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1,002-მდე გაიზარდა
Date:  692

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1,002-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 2,376 ადამიანი. ამასთან, ელიან, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამაშველო სამსახურები „უზარმაზარი ზარალის“ შესახებ იუწყებიან.

28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც იგრძნობოდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way