USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
მეუფე სტეფანე - სოდომური ცოდვა უნდათ, საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები
თარიღი:  

სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები - ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი ქადაგებისას "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მართლა მოძალადეების“ დაფინანსება ხდება, რომლებიც ძალით „გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს“.

,,ძალიან ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან დაზეპირებული ფრაზები: „ულტრამემარჯვენე“, „მოძალადე ჯგუფები“, ყოველ წუთს იმეორებენ, ამ სახელს არქმევენ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ამ პოზიციას გამოხატავს. შეიძულე ურჯულოება და შეიყვარე სიმართლე. როცა ეს ხალხი გამოდის ქუჩაში, სხვა გზა არ დაუტოვეს, ძალმომრეობა მიდის, ძალით უნდათ ქართველ ერს მოახვიონ ურჯულოება. ანუ ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები, ძალით თავს ახვევენ საქართველოს იმას, რაც საქართველოს არ უნდა. როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც ამას საქართველოს თავს ახვევს - სოდომიის ცოდვას. ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ, ამაში უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს, თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის დაპირისპირებული. ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ყველაფერში, რასაც საქართველოს ეკლესია აკეთებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს ინტერესებს გამოხატავს ჩვენი ეკლესია, ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? - თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? ამ დროს მილიარდობით დაფინანსება ხდება აი, ამ მართლა მოძალადეებისა, რომლებიც ძალით გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. გამოდის, რომ სოდომური ცხოვრება ჩვენთვის სიკეთე უნდა იყოს და ბედნიერება, ჩვენ თურმე ამით უნდა ვიყოთ ნეტარებაში. სად ვართ საერთოდ და საით მივდივართ?! ჩვენ გვინდა ჩვენი მყოფადობა შევინარჩუნოთ და ამ დროს უზარმაზარი იმპერიები თავს გვესხმიან და გვაიძულებენ, ამ მიმართულებით მათ მივყვეთ.

ღმერთს ვთხოვოთ, უფალი შეგვეწიოს და დავდგეთ ბოლომდე როგორც თურქების, არაბების და რუსების წინააღმდეგ ვდგებოდით. ნურავინ ნუ გვაიძულებს, რომ ჩვენმა პოლიციამ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს ძალა იმისათვის, რომ ისინი პროტესტს აცხადებენ სოდომურ ღონისძიებებზე...

თუ მათ თავისთვის რაღაც უნდათ გააკეთონ, როგორც ადამიანის უფლების საკითხში, გააკეთონ თავისთვის სადღაც“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის