USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
Тбилиси
მეუფე სტეფანე - სად წავიდა? პატრიარქის საწინაარმდეგო აქციაზე, მე კარებს მას არ გავუღებდი
дата:  565

“ვინც მიუღებლად იქცევა, მათ მიმართ გარკეული კანონიკური ხერხები იქნება გამოყენებულლი, რათა დააყენონ ენა”,- ასეთი განცხადება გააკეთა მეუფე სტეფანემ, რომელსაც ეკლესიიდან მორიგი პირების განკვეთა მოხდა.

მისი თქმით, გაძლიერდა ამბოხის სული, განდგომის სული და ცრუ პეტრემ, რომელიც არის ამ დაჯგუფებს უფროსი, დღეს, ფაქტობრივად, იკადრა ეკლესიაზე თავდასხმა. 

იმ მონაზონს (დედა სოსანას) ველაპარაკე და სამი საათი ვუხსენი, როგორ უნდა მოიქცეს მონასტერში, ის წავიდა, სად? პატრიარქის საწინაარმდეგო აქციაზე. მე კარებს მას არ გავუღებდი. რამდენიმე პირის მიმართ, ვინც ყველაზე მიუღებლად იქცევა, იქნება გარკვეული კანონიკური ხერხები გამოყენებული, რათა დაცხრნენ და ცოტახანი დააყენონ ენა” – განაცახდა მეუფე სტეფანემ.

ამის შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა,რომ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა. 
მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილენოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს.

მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати