USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
მეუფე შიო: როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება
Date:  483

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

მან აღნიშნა, მრომ დღეს განსაკუთრებული დღეა და როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას.

„ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს გვაქვს ეს განსაკუთრებული ნუგეში, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეხვედრებს და გვეხმარება, გვეწევა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა და იგი არის ჩვენი მეოხე, მფარველი, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, მეოხება და შუამდგომლობა. ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან.

ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია. სიკვდილისგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს. ყველანი მოკვდავნი ვართ, ადრე თუ გვიან, ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, მაშინ რომელი სიკვდილის გამოხსნაზეა საუბარი. სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი. ხორციელი, მარადიული სიკვდილი. ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ გვიხსნას და გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან, გვაცხოვნებს ჩვენ. წმინდანებს ვევედრებით, ასე ვლოცულობთ. ევედრეთ ღმერთს. მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეუბნებით და ვევედრებით, გვაცხოვნე ჩვენ, იმიტომ, რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე.

რას ნიშნავს გვაცხოვნე? როგორ გვაცხოვნებს, როდესაც ჩვენ მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ, რომ დაამკვიდრე ისინი, აცხონე ისინი. ცოტა ხნის წინ იყო ფერიცვალების დღესასწაული. იქ არის სიტყვები, არ მოგვიჩინე ჩვენ ცოდვილთან ნათელი შენი მიუაჩრდილებელი. ამ მიუაჩრდილებელ ნათელში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სადაც ბრწყინავს ეს ნათელი, სადაც ბრწყინავს უფალი იესო ქრისტეს ნათელი. იქ ამ დიდებაში შევყავართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ეს ნიშნავს, რომ იგი გვაცხოვნებს ჩვენ, ე.ი იგი ლოცულობს ჩვენთვის, მეოხია, რომ ამ ნათელში შეგვიყვანოს, რაც არის მარადიული ცხოვრება და უფალთან ერთად ყოფნა მარადიულ ცხოვრებაში, ამაზე არის დღესასწაული. ამას გვასწავლის დღევანდელი საგალობელი, ლოცვები, ამისთვის ვევედრებით ღვთისმშობელს დღეს. ვლოცულობთ ქვეყნისთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის, მისი გაერთიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კალთა გადააფაროს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს ვლოცულობთ სნეულთათვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way