USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
მეუფე შიო: ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და სიმართლეც დადგინდება
Date:  1162

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა. ამის შესახებ მან დღეს, 4 ივნისს, დავით გარეჯში ისაუბრა.

“დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ  ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. იცით, რომ მუშაობს ახალი ორმხრივი კომისია. ჩვენ როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო და ამიტომ იმედი გვაქვს, სულ ცოტა ხანში ჩვენ შევძლებთ წირვა-ლოცვას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება აზერბაიჯანთან და ასევე, ეს სიმართლეც დადგინდება”, – განაცხადა შიო მუჯირმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 2019 წლის მაისში, მას შემდეგ განახლდა, რაც დავითგარეჯის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ვითარება გამწვავდა. მანამდე, მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე დავით დუნდუა ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ შეკრებილა. ახალ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები 2019 წლის აპრილიდან დაწესდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way